ზაზა ფაჩულია: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა

საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! – ამის შესახებ ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.

„მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს ფაჩულია Facebook-ზე.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მომიტინგეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები