ნიკა მელია: ხვალ, 15:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე

ხვალ, 15:00 საათიდან ვიწყებთ კვლავ შეკრებას რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გამარჯვება არ გაფორმდება.

„დღეს რუსთაველი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს დგას რუსი, მეორე მხარეს ვართ ჩვენ. ხვალ, 15:00 საათიდან საქართველო ვიწყებთ კვლავ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. ასე იქნება ყოველი დღე. მთელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველო. არანაირი რუსი მანამ, სანამ გამარჯვება არ გაფორმდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები