გიორგი ვაშაძე: არცერთი ნაბიჯი უკან, ხვალ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ

საღამოს ისევ ამ ადგილზე, არცერთი ნაბიჯი უკან. ხვალ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ხვალაც უნდა შევიკრიბოთ. საღამოს ისევ ამ ადგილზე, არცერთი ნაბიჯი უკან. ხვალ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ. აქ ვართ ჩვენ, არ ვიშლებით, უნდა გავარკვიოთ სად არიან დაკავებულები, ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელი ამ წუთამდე ვერ დავადგინეთ. არსად არ მივდივართ, სანამ ხალხი აქ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები