მომიტინგეებმა ქაშუეთის ტაძრის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს

აქტივისტებმა, რომლებიც პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, ქაშუეთის ტაძრის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

მომიტინგეები ქაშუეთის მიმართულებით მას შემდეგ დაიძრნენ, რაც სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების დაშლა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები