სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა.

ე.წ. რობოკოპები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან მობილიზებული.

სპეცრაზმის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს, თუმცა მათი ნაწილი სპეცრაზმის ბარიკადების მიღმა კვლავ რჩება.

მანამდე სამართალდამცველებმა აქციაზე შეკრებილებს ტერიტორიის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქტივისტები კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით გააფრთხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები