დიდი ქართველი დრამატურგის, პოლიკარპე კაკაბაძის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა
დიდი ქართველი დრამატურგის, პოლიკარპე კაკაბაძის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს პოლიკარპე კაკაბაძის ხსოვნასა და ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილ უდიდეს წვლილს და ინფორმაციას აქვეყნებს.
„პოლიკარპე კაკაბაძემ განათლება ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო. დრამატურგის პირველი ნოველა „ბრძენი მოქანდაკე” 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება”. მისი პირველი მნიშვნელოვანი დრამატული ნაწარმოებია რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა „გზაჯვარედინზე”, რომელიც რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ 1928 წელს წარმატებით დადგა ბაქოში.

1919 წელს პოლიკარპე კაკაბაძის დაარსებულ ჟურნალში, „შვიდი მნათობი”, დაიბეჭდა მისი პიესები „სისხლი სინათლემდე“ და „სამი ასული“.
1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მწერლის დრამა „ლისაბონის ტუსაღები”.
ყოველთვის განსაკუთრებულად პოპულარული იყო პოლიკარპე კაკაბაძის კომედია „ყვარყვარე თუთაბერი”, რომელიც ქართული კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. 1929 წელს პიესა პირველად კოტე მარჯანიშვილმა დადგა, 1974 წელს კი – რობერტ სტურუამ. ორივე დადგმა ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.
1938 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა პოლიკარპე კაკაბაძის კომედია „კოლმეურნის ქორწინება”; სპექტაკლში ხარიტონის დაუვიწყარი, კომიკური სახე შექმნა განუმეორებელმა გიორგი შავგულიძემ.
ისტორიული პიესა „კახაბერის ხმალი” („დავით მერვე”, 1954) პირველად 1957 წელს ქუთაისში დაიდგა, 1965 წელს კი – თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მიერ.
მნიშვნელოვანია დრამატურგის 40-50-იან წლებში შექმნილი პიესები: „შეხვედრა მშენებლობაზე“, „ბედნიერი სამჭედლო“, „ციცინათელა“ და „პაექრობა“.
სიცოცხლის ბოლო ათწლეულში პოლიკარპე კაკაბაძე ისტორიული დრამისა და ტრაგედიის ჟანრში მუშაობდა. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი” (1966), „მეფე ბაგრატ მეშვიდე” (1967), ტრაგედია „მეფე დიმიტრი თავდადებული” (1971).
პოლიკარპე კაკაბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა კრიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი აღიარება. მისი „ყვარყვარე თუთაბერის” მიხედვით შექმნილია ფილმი „ყვარყვარე” (1978).
პოლიკარპე კაკაბაძე იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.
გამოჩენილი დრამატურგი გარდაიცვალა 1972 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
.