უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 307 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 307 ბავშვი დაიბრუნა, მათ შორის არის 8 წლის ბიჭი, რომელიც ბებიას გადაეცა.

ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთში იძულებით 16000-ზე მეტი ბავშვია გადაყვანილი.

”თებერვლის ბოლოს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ბავშვის გადმოყვანაში დახმარების თხოვნა მიიღო. რამდენიმე დღეში, ომბუდსმენის თანამშრომლების დახმარებითა და მუშაობით, საშა ბებიას შეხვდა”,- თქვა სახალხო დამცველმა, თუმცა ოპერაციის დეტალები არ გაუსაჯაროებია.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე 464 ბავშვი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები