ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 2,8 მილიონ ვადაგასულ დოზას გაანადგურებენ. მანამდე, უწყებამ 2,3 მილიონი დოზის უტილიზაცია უკვე მოახდინა.
ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ასენ მეჯიდიევის თქმით, ბულგარეთში ვაქცინების ჭარბი მარაგია, ვაქცინაციის დაბალი მოცულობა და ვაქცინაციის მსურველთა დეფიციტი.
მისი თქმით, ქვეყნის 6,5 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 30%-ს აქვს ძირითადი იმუნიზაცია, რაც ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მეჯიდიევმა ასევე თქვა, რომ ბულგარეთმა ევროკომისიას მოუწოდა, BioNTech/Pfizer-თან კონტრაქტი შეწყვიტოს, რომელიც ქვეყანას ვაქცინების შეძენას 2025 წლამდე ავალდებულებს.
მისი თქმით, ბულგარეთის პოზიციას მხარს უჭერენ პოლონეთი, ჩეხეთი და ლიეტუვა.
მინისტრმა უწოდა “ირაციონალური” ბულგარეთის მხრიდან მეტი ვაქცინის შეძენას, რომელსაც ქვეყანა საბოლოოდ გაანადგურებს.
ოფიციალური მონაცემებით, ბულგარეთი ვაქცინის უფრო მეტ დოზას ანადგურებს, ვიდრე იყო გამოყენებული.