“რუსეთს ბრძოლის ველზე მოძველებული ტანკები – T-62 და BTR-50 აქვს ამოქმედებული” – ბრიტანეთის დაზვერვა

მძიმე ჯავშანტექნიკის დანაკარგის ფონზე, რუსი სამხედროები იძულებულები არიან, 60 წლის წინანდელი, მოძველებული ტანკები გამოიყენონ.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

როგორც აღნიშნულია, მოსალოდნელია, რომ 1-ელი გვარდიის სატანკო არმიის ქვედანაყოფებიც კი, რომლებიც რუსეთის მთავარ სატანკო ფორმირებად მიიჩნევა, ტანკებით – T-62-ებით იქნება აღჭურვილი.

როგორც უწყებაში ამბობენ, 2021 წელს მოსალოდნელი იყო, რომ 1-ელი გვარდიის სატანკო არმია ახალი თაობის T-14 Armata-ს მთავარ საბრძოლო ტანკებს მიიღებდა.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში, უკრაინაში პირველად, 1954 წელს გამოშვებული ჯავშანტრანსპორტიორები – BTR-50 შენიშნეს.

2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, დაახლოებით 800 ტანკი T-62 იქნა ამოქმედებული, ზოგიერთმა მათგანმა მიიღო განახლებული სათვალთვალო სისტემები, რომლებიც, სავარაუდოდ, გაზრდის ღამის საათებში მათ მუშაობას.

“თუმცა, ამ ორი მოძველებული ტიპის მანქანას ბევრი დაუცველობა ექნება თანამედროვე ბრძოლის ველზე, მათ შორის, თანამედროვე ფეთქებადი რეაქტიული ჯავშნის ნაკლებობა”, – აღნიშნავს ბრიტანეთის დეპარტამენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები