ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს

ევროკავშირს ჯერჯერობით არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ გერმანიაში განაცხადა, სადაც მასთან ერთად კანცლერი ოლაფ შოლციც იმყოფებოდა, – იტყობინება RFERL.

ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ეს არის „ჰიპოთეტური კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება რეალობა და ფაქტი“.

თავის მხრივ, კანცლერმა თქვა, რომ ”ჩვენ, ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთისთვის იარაღის გადაცემა არ უნდა მოხდეს”.

3 მარტს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია ესკალაციაზე წასვლა და რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები