პროკურატურამ სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 4 მარტს, ქალაქ თბილისში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრის ეზოში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით, სასულიერო პირს, სიცოცხლისთვის სახიფათო რამდენიმე დაზიანება მიაყენა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გახდა  შესაძლებელი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბრალდებულს აქვს ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც საქმეზე დაინიშნა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები