ჯანმო-ს არ აქვს პასუხი COVID-19-ის წარმოშობაზე
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებს არ აქვთ პასუხი COVID-19-ის წარმოშობის შესახებ. საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ჯანმო“-ს დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.
„ჯანმო არ უარყოფს რომელიმე ჰიპოთეზას COVID-19-ის პანდემიის წყაროს დადგენის შესახებ“ , – განაცხადა გებრეისუსმა.
თავის მხრივ, ჯანმოს ტექნიკური ხელმძღვანელი, მარიამ ვან კერკჰოვე COVID-19-თან დაკავშირებით, იმედგაცრუებულია იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა არ გაუზიარა ჯანმოს დამატებითი ინფორმაცია დასკვნებიდან, სადაც საუბარია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ.
მან მოუწოდა ქვეყნებს, ინსტიტუტებს და მკვლევრებს, რომლებსაც აქვთ რაიმე მონაცემი პანდემიის წარმოშობის შესახებ, გააზიარონ იგი.
„ჩვენ არ გვაქვს სრული პასუხი კითხვაზე, როგორ დაიწყო ეს პანდემია“, – განაცხადა მან.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის შესწავლა ცხოველებთან და ის თუ როგორ კონტაქტობენ ადამიანები მათთან.
„ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება: კვლევა ადამიანებზე, ცხოველებზე და მათ ურთიერთკავშირზე, ასევე მიმდინარეობს ლაბორატორიების პოტენციური უსაფრთხოების დარღვევების და ადამიანების ბიოდაცვის, რომლებიც კორონავირუსთან მუშაობდნენ. განსაკუთრებით იქ სადაც ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა: უჰანსა და სხვა ადგილებში“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ პანდემია, დიდი ალბათობით ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად წარმოიშვა.