აშშ-ის გენერალური პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

Ukrainian Prosecutor General Andriy Kostin (L), USA Attorney General Merrick B Garland (C), National Prosecutor of Poland Dariusz Barski and a group of international prosecutors meet to discuss allegations of war crimes committed in Ukraine, as Russia's attack on Ukraine continues, in Lviv, Ukraine March 3, 2023. REUTERS/Roman Baluk

აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი უკრაინაში ჩავიდა.

იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ქვეყანაში პროკურორის მეორე ვიზიტია.

მისივე განცხადებით, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ ვრცელდებოდა.

გარლანდი ლვოვში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მიიწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გაერთიანებული სამართლიანობისთვის კონფერენციაზე“ შეუერთდა.

„რამდენიმე შეხვედრა გამართა და დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს მის მეზობელზე უსამართლო და არაპროვოცირებულ შეჭრაში ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები