Bild: კადიროვი მძიმედ არის ავად
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი მძიმედ არის ავად და, სწორედ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვას არ ესწრებოდა.
ამის შესახებ გერმანული Bild წერს.
“რამზან კადიროვს თირკმელების პრობლემები აქვს, ამიტომ, ის ვერ დაესწრო პრეზიდენტ პუტინის ფედერალურ ასამბლეაში გამოსვლას”, – წერს გაზეთი.
Bild აღნიშნავს, რომ „ჩეჩნეთის ხელმძღვანელს აბუ-დაბის Burjeel-ის ჰოსპიტლის 30-წლიანი სტაჟის მქონე ცნობილი ნეფროლოგი, იასინ იბრაჰიმ მ.ელ-შაჰათი კურნავს, რომელიც ამისთვის სპეციალურად გროზნოში ჩაფრინდა”.
სხვა წყაროები წერენ, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, მოწამლეს და, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის “მთავარი ტიკტოკერი” არ ენდობა მოსკოვის ექიმებს, მან ნეფროლოგი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გამოიძახა.