მოსკოვში აცხადებენ, რომ კიევი ყირიმის სამხედრო გზით აღების დაგეგმვას აგრძელებს
“კიევის რეჟიმი ყირიმის სამხედრო გზით აღების და იერიშის მიტანის დაგეგმვას აგრძელებს, მას არანაირად არ ადარდებს რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე”,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კარნეგის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე, რუსეთის ყირიმში სამხედრო ობიექტებს უკრაინის „ლეგიტიმური სამიზნეები“ უწოდა. როგორც ჩანს, ვაშინგტონი მომავალ არჩევნებზე “ყირიმის კამპანიაზე” დამატებით ქულების დაგროვებას ელოდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ, „ყირიმთან დაკავშირებით უკრაინის ხელმძღვანელობის აგრესიული განცხადებების ფონზე, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლება უკრაინაში მყოფი, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების არჩევანის წინაშე დაყენებას აპირებს: “იბრძოლეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ან იქნებით დეპორტირებული”.
ცხადია, ადრე თუ გვიან ეს კითხვა უნდა გაჩენილიყო. ვფიქრობთ, უკრაინაში მყოფი, საღად მოაზროვნე რუსებისა და ბელარუსებისთვისაც იყო ეს გასაგები. ჩვენ მზად ვართ, რუსეთში კიევის რეჟიმის ყველა მსხვერპლი მივიღოთ“, – ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.