თეა წულუკიანი: დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა

დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა. ის, ვინც ბევრს ყვიროდა, სხდომას შლიდა, ბევრჯერ იხსენიებდა სიტყვას ევროპა – მათი ქცევა და მიდგომა პარლამენტისადმი არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ევროპულ სტანდარტში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჯერ გავიხსენოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს: იმედი მაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. რუსეთს არაერთი თავისი აგრესიისა და ბოლოს უკვე 2008 წლის ომის შედეგად, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ჩვენ ამ დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მეთოდით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. იმედი მაქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, – აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც სხდომიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გააძევეს, მათ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს“ დააანონსეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები