ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: საქართველოს პრემიერმინისტრს სპორტი უყვარს, მას ბევრი რამ აქვს გაკეთებული სპორტისთვის და კვლავაც ბევრს გააკეთებს
2025 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ამოცანა დაისახა და მთელი ქვეყანა მოწადინებულია, პრემიერმინისტრია მოწადინებული, მას სპორტი უყვარს და ბევრი რამ აქვს სპორტისთვის გაკეთებული. ის კვლავაც ბევრს გააკეთებს სპორტისთვის, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საორგანიზაციო კომიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ფესტივალის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მზად არიან.
„საქართველომ 2025 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ამოცანა დაისახა და მთელი ქვეყანა მოწადინებულია.
პრემიერმინისტრია მოწადინებული, მას სპორტი უყვარს და ბევრი რამ აქვს სპორტისთვის გაკეთებული. ის კვლავაც ბევრს გააკეთებს სპორტისთვის. თავად საორგანიზაციო კომიტეტიც, ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი – ყველა მოწადინებულნი არიან, რომ მთელი ევროპა აქ ბაკურიანში და თბილისში ჩამოიყვანონ და ფანტასტიკური თამაშები ჩაატარონ. ევროპის საუკეთესო ათლეტები 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჩამოვლენ საქართველოში და იასპარეზებენ სხვადასხვა სახეობებში. პირდაპირ ეთერში მოხდება ტრანსლირება ყველა ღონისძიებიდან. ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს იმისათვის, რომ ყველა ევროპელის ოჯახში მოხვდეს სატელევიზიო ეკრანიდან. ეს იქნება ქვეყნის რეკლამა, მისი ტურისტული პოტენციალისა და მშვენიერი ბუნების წარმოჩინება”, – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.