მარიამ ქუთათელაძე -„საქართველოსთვის ITB Berlin-ის მასპინძლის სტატუსი ნიშნავს მსოფლიო ტურიზმის ყურადღების ცენტრში მოხვედრას“
ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან. 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ბილტმორ თბილისის გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე.