საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში პირველად მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში.

პარლამენტის ინფორმაციით, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო შეხვედრა მიმდინარე წლის 2-3 მარტს, ქ. სტოკჰოლმში გაიმართება, სადაც საქართველო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად იქნა მიწვეული. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

აღნიშნული კონფერენცია (Inter-parliamentary Conference for the Common Foreign and Security Policy (CFSP) and the Common Security and Defence Policy (CSDP) ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება, სადაც მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი წევრები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. დღის წესრიგი მოიცავს ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ; ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასი” უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის – გამოწვევები და შესაძლებლობები; ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) პრიორიტეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები