ვოლსკი – სააკაშვილზე: ხელისუფლებას რომ მიმართავენ, გადაწყვეტილება მიიღოს, არაკომპეტენტურია – გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს

პატიმარს, რომელიც გადაწყვეტს, თვითდაზიანება მიიღოს, არ შეიძლება, გზა თავისუფლებისკენ ჰქონდეს გახსნილი, რადგან ცუდ პრეცედენტს წარმოშობს, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კონკრეტული საავადმყოფო კომპეტენტურია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

„საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული, რომ პიარკომპანიამ ისაუბროს, თითქოს, სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას კი არ უწევენ, მოწამლულიც კი არის. ამაში მილიონები დახარჯეს.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს ინფორმაცია იყოს შეცდომაში შეყვანის ერთ-ერთი რესურსი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგრამ საოცრება ის არის, რომ არც ერთი მათგანი სააკაშვილს არ მოუწოდებს რეკომენდაციების შესრულებას. ერთადერთი სტრასბურგის სასამართლო იყო, რომელმაც სააკაშვილს მოუწოდა, დამორჩილებოდა იმ რეჟიმს, რომელშიც მისივე დანაშაულების გამო მოხდა. მას ოჯახის წევრები არ მოუწოდებენ, რომ სრულფასოვანი კვება მიიღოს.

კონკრეტული საავადმყოფო კომპეტენტურია იმისთვის, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ის, რომ ხელისუფლებას მიმართავენ, ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღოს,  არაკომპეტენტურია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. პატიმარი, რომელიც გადაწყვეტს, თვითდაზიანება მიიღოს, არ შეიძლება, გზა თავისუფლებისკენ ჰქონდეს გახსნილი, რადგან ცუდ პრეცედენტს წარმოშობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები