მრავალშვილიანი დედების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
3 მარტს, 10:00-19:00 საათზე, ქარვასლაში მრავალშვილიანი დედების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელს ელის მრავალშვილიანი მეწარმე ქალების ხელნაკეთი პროდუქციის დიდი არჩევანი: აქსესუარები, სამკაულები, დეკორაციები, სურათები და სხვა ორიგინალური და მრავალფეროვანი ნივთები.
დედის დღის ღონისძიებაზე გაიმართება აგრეთვე: ხელნაკეთი ყვავილების თაიგულების ვორკშოპი;
მისალოცი ბარათების ვორკშოპი.
დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია.
მისამართი: ცოტნე დადიანის N7.