მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი გარდაიცვალა
ქართველი კომპოზიტორი, მუსიკოსი და ჯაზმენი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და კოლეგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
თამაზ ყურაშვილმა 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1968-1969 წწ. იყო ფილარონიის ანსამბლ „დიელოს“, 1970 წელს ანსამბლ „ჩანგის“, 1968-1982 წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
თამაზ ყურაშვილი არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „სუფთა დაფა“(1982), მხატვრული ფილმის „ისინი“ (1993), თელავის დრამატული თეტრის სპექტაკლის „ათვინიერებენ მიმინოს“ 1985) და სხვ.
თამაზ ყურაშვილს 2011 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.