პაატა ბურჭულაძის კლასის კონცერტი გაიმართება
3 მარტს, დედის დღეს, ფონდი „იავნანა“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ახალი თაობის საუკეთესო ვოკალისტების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
სოლისტები – ანა ფალავანდიშვილი / სოპრანო; ბაია ბერიშვილი / მეცო-სოპრანო; ზაზა გაგუა / ბას-ბარიტონი; ლევან შელეგია /ბანი; ფორტეპიანო – მაია ფერაძე.
მენტორი – პაატა ბურჭულაძე.