მალათიაში 27 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, 140 მოქალაქე დაშავდა
თურქეთის პროვინცია მალათიაში 27 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, 140 კი დაშავდა.
ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახურში AFAD-ში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ ნანგრევებიდან ცოცხლად 32 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.
დაშავებულთაგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.