ოკუპანტების მიერ ხერსონის დღევანდელ დაბომბვას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის რეგიონის დაბომბვა მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ინფორმაციით, რეგიონში დღეს დაბომბვის შედეგად უკვე ოთხი ადამიანია დაღუპული, ხუთი – დაშავებული.

გარდა ამისა, ხერსონსა და მის შემოგარენში დაზიანებულია სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენები, გათბობის სისტემები და მანქანები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები