უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წელს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების დროა.
ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და შემდგომში კანდიდატის სტატუსი მიიღო.
„წელს დროა, მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი, როგორც არასდროს.
“სწორედ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაში ხდება ევროპა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.