გერმანიაში სკოლასთან სროლა მოხდა, არიან დაშავებულები
ქვემო საქსონიის ქალაქ ბრამშეს დაწყებით სკოლასთან სროლის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
Bild-ის ინფორმაციით, პოლიციამ მსროლელი დააკავა.
ინციდენტი სკოლის მახლობლად, ადგილობრივი დროით 7:30 საათზე მოხდა.
მომხდარის
შედეგად სკოლა არ დაზიანებულა, მასწავლებლები და მოსწავლეები ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.