ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე დრონებით თავდასხმა მოხდა – აფეთქების შედეგად, ადგილზე 1,5 მეტრის სიღრმის ორი კრატერია

ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე გვიან ღამით დრონებით იერიში მოხდა.

ტელეგრამის არხის – Baza-ს ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი იყო გაჩენილი, აფეთქების შემდეგ კი 1,5 მეტრის სიღრმის ორი კრატერი დარჩა.

“ბაზა”-ს ინფორმაციით, დაზიანებულია ნავთობის საწყობის გვერდით მდებარე შენობა დაზიანდა, თუმცა, ნავთობის ავზები არ დაზიანებულა, მსხვერპლი არ არის.

ხანძრის ლიკვიდირება 20 წუთში მოხერხდა.

Astra-ს ცნობით, აფეთქების ადგილიდან 30 მეტრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ყაზარმაა განლაგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები