სანკტ-პეტერბურგის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა – ჰაერში დაუდგენელი ობიექტია დაფიქსირებული
სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მთავრობის “ტელეგრამზე” გავრცელდა.
ტელეგრამის არხის Baza-ს ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის თავზე ამოუცნობი ობიექტის გამოჩენის გამო, გეგმა “ხალიჩა” ამოქმედდა
აღნიშნულია, რომ ასეთი გეგმის ამუშავება ხდება საზღვრის უკანონო გადაკვეთისას ან დაუდგენელი ობიექტის გამოჩენისას.
ქალაქში გამანადგურებლები აფრინდნენ.