“ბელგოროდში დრონი კორპუსის ბინაში შევარდა” – ქალაქის მერი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის ინფორმაციით, დრონი ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში შევარდა.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

“ადამიანები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ყველას შესთავაზეს სასტუმროში დარჩენა, სანამ სპეცსამსახურები ასრულებენ თავიანთ საქმეს. ტერიტორია შემოსაზღვრულია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ქონების დაცვას. მოწყობილია ოპერატიული შტაბი”, – დაწერა მან.

მისივე ინფორმაციით, დრონის ფრაგმენტები ქალაქის კიდევ ორ ქუჩაზეა ნაპოვნი, დაზიანებულია სამი მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები