რუსეთში აცხადებენ, რომ ადიღეში დრონი ჩამოვარდა

რუსეთის ადიღეს რესპუბლიკის სოფელ ნოვიში დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამის შესახებ რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, მურათ კუმპილოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აპარატი გვიან ღამით ჩამოვარდა.

კუპმპილოვის თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ მოხდა “მეცხოველეობის ფერმის უმნიშვნელო ნგრევა”.

ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სანქტ-პეტერბურგში პულკოვოს აეროპორტმა რეისების მიღება და გაგზავნა დროებით შეაჩერა.

ტელეგრამის არხები წერენ, რომ ამის მიზეზია ჰაერში დაუდგენელი აპარატის დაფიქსირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები