კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნ-ალბომების გამოცემა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 200 000 ლარია. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 21 პროექტი. გაიმარჯვა რვა პროექტმა.
კონკურსის მიზანია ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კვლევის ხელშეწყობა; გამომცემელთა საქმიანობის ხელშეწყობა; ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია წიგნი-ალბომების მომზადება/გამოცემის გზით.
კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
1. საიუბილეო წიგნი-ალბომის – „ედმონდ კალანდაძე – 100“ – გამოცემა (განმახორციელებელი შპს გალერეა „ვანდა არტ“);
2. საიუბილეო წიგნი-ალბომის – „ალექსანდრე კაკაბაძე – 70“ – გამოცემა (განმახორციელებელი ფ/პ ქრისტინე კაკაბაძე);
3. საიუბილეო წიგნი-ალბომის „რევაზ თარხან-მოურავი – 100“ – გამოცემა (განმახორციელებელი გამომცემლობა „ზოლიანი კატა“);
4. საიუბილეო წიგნი-ალბომის – „დავით მირიანაშვილი – 120“ – გამოცემა (განმახორციელებელი სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი);
5. საიუბილეო წიგნი-ალბომის – „პეტრე ბლეტკინი – 120“ – გამოცემა (განმახორციელებელი ფ/პ ნიკოლოზ ბლეტკინი);
6. გურამ (ხიტა) ქუთათელაძის საგამოფენო კატალოგის, „ლანდშაფტის მაგიის“, გამოცემა (განმახორციელებელი შპს „ბაია გალერეა-ექსპო“);
7. საიუბილეო წიგნი-ალბომის – „ქართული გობელენის“ – გამოცემა (განმახორციელებელი ინდმეწარმე ნიკოლოზ ნუცუბიძე);
8. საიუბილეო წიგნი-ალბომის – „ART მინიატურა – ქართველი მხატვარი ქალები“ – გამოცემა (განმახორციელებელი ფ/პ თამარ შოშიაშვილი).
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის კონკურსის – ,,წიგნ-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა“ – ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 21 ავტორი. დაფინანსდა სამი პროექტი.
2022 წლის კონკურსის ბიუჯეტი იყო 150 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 22-მა ავტორმა. დაფინანსდა შვიდი პროექტი.