Yeni Şafak: მიწისძვრის შედეგად, კანის დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილები გახშირდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, სადაც დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, სტრესსა და კანის დაავადებებთან დაკავშირებული ჩივილები გახშირდა.

ამის შესახებ გაზეთი Yeni Şafak-ი წერს.

„კაჰრამანმარასში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც „საუკუნის კატასტროფას“ უწოდებენ, სტრესთან დაკავშირებულ ზოგიერთ დაავადებაზე ჩივილები გაიზარდა. განსაკუთრებით ხშირად ეგზემაა, რომელიც შესაძლოა სტრესის გამო გაჩნდეს. სტრესთან დაკავშირებული ეგზემა ცნობილია, როგორც კანის დაავადება, რომელიც გამოწვეულია კანზე ქავილით. სტრესული ეგზემა უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, რომელიც დროთა განმავლობაში, შესაძლოა სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს”, – წერს გამოცემა.

Yeni Şafak-ი აღნიშნავს, რომ სტრესის გამო ეგზემის გაჩენა იწვევს იმას, რომ ადამიანები კიდევ უფრო დიდ სტრესს განიცდიან.

”შედეგად, მანკიერი წრე იქმნება. ამ მიზეზით, სტრესით გამოწვეული ეგზემის ნაადრევი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მას დროულად ყურადღება არ მიექცევა, შესაძლოა, განვითარდეს ღია ჭრილობები, რაც ამ ჭრილობების ინფიცირების რისკს ზრდის”, – აღნიშნავს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები