აშშ-ის ხაზინის მდივანი: ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას, მძიმე შედეგები მოჰყვება

U.S. Treasury Secretary Janet Yellen delivers a statement during a visit of the Obolon School 168, in Kyiv, Ukraine, Monday, Feb. 27, 2023. Yellen says her first visit to Ukraine "underscores the importance of economic support of US." (AP Photo/Thibault Camus)

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების სანქციების ფართო სპექტრის ქვეშ ჯერ კიდევ არ არის მოქცეული, ველოდებით, რომ დროთა განმავლობაში ის დასუსტდება, რადგან ქვეყანა კარგავს უცხოურ ინვესტიციებს, – ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დროთა განმავლობაში ჩვენ ვნახავთ მზარდ ზარალს რუსეთის ეკონომიკურ ტრაექტორიაზე“, – აღნიშნა იელენმა.

მისი თქმით, ჩინეთი განიხილავს რუსეთის ეკონომიკურ და თავდაცვით მხარდაჭერას, მათ შორის თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.

აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, ჩინეთის ამგვარ ნაბიჯს „მძიმე“ შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ მოვითმენთ რომელიმე ქვეყნის მიერ ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების სისტემატიურ დარღვევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის  ომის საწარმოებლად სამხედრო აღჭურვილობაზე წვდომის შეჩერებას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ ჩინეთის მთავრობასთან და ჩინურ ფირმებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან და მათ ვუთხარით, რომ ამ სანქციების დარღვევის შედეგები ძალიან მძიმე იქნება“, – აღნიშნა იელენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები