თურქეთში კიდევ ერთი, 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში კიდევ ერთი, 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:16 საათზე, ადიამანის პროვინციაში, გოლბაშის რაიონში მოხდა.
მიწისძვრა 7.34 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.