რუსი ოკუპანტები შეტევითი ოპერაციების ინტენსივობას აძლიერებენ, თავდაცვის ძალებისთვის ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებითაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამზე“ წერს.
„ფრონტზე რთული ვითარებაა, მტრის ჯარი თავდასხმითი ოპერაციების ინტენსივობას აძლიერებს, ურთულესი მდგომარეობაა ბახმუტის მიმართულებით.
მტერი შეტევითი ოპერაციების დროს გამოფიტვისა და ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს. ამავდროულად, მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, ყოველდღიურად 600-იდან 1000 კაცამდე კარგავს“, – აცხადებს ანა მალიარი.
მანვე დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები მტრის რაოდენობრივი უპირატესობის პირობებში აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს აწარმოებენ.