ამერიკის შეერთებული შტატები ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, 2023 წლის სექტემბრისთვის უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა შეერთებული შტატების ხაზინის მდივანთან, ჯანეტ იელენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„წელს უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი, დაახლოებით, 38 მილიარდი დოლარია. სექტემბრისთვის მათ აიღეს ვალი და ამ პერიოდში უკვე 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფენ უკრაინას“ , – განაცხადა შმიგალმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას უსწრაფესი აღდგენის მიმართულებითაც.
მისი თქმით, ამ მიზნებისთვის 1,5 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, ისევე როგორც დამატებით 1,1 მილიარდი – უკრაინისა და მოლდოვის ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის მხარდასაჭერად, „სადაც ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად არის გამიზნული“.