ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახაზინო მდივანთან შეხვედრა გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახაზინო მდივანთან, ჯანეტ იელენთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომის პირველი დღეებიდან როგორც იარაღით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ძლიერ დახმარებას გვიწევს. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას მაღალი შეფასება მისცა.