კირილ ბუდანოვი: შეზღუდული რესურსების გამო, რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის მზად არ არის

შეზღუდული რესურსების გამო, რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის მზად არ არის, თუმცა აშკარად საპირისპიროს აჩვენებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„რუსეთი არ არის მზად გრძელვადიანი საომარი მოქმედებებისთვის. ამას გეუბნებით, როგორც სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი. ისინი ყველანაირად აჩვენებენ, რომ მზად არიან ათწლეულების განმავლობაში ომისთვის, მაგრამ რეალურად მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია დროშიც და მოცულობაშიც. ეს კარგად იციან“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი სამი თვე იქნება „ძალიან აქტიური“ და მოვლენების შემდგომ განვითარებას განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები