მალათიაში დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხლად 32 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა

თურქეთის პროვინცია მალათიაში დღეს მომხდარი 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 32 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.​

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების ადმინისტრაციის (AFAD) ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა განაცხადა.

მისი თქმით, ორი შენობის ნანგრევებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ დღევანდელ მიწისძვრას ერთი ადამიანი შეეწირა, 69 დაშავდა.

ასევე, 25 შენობა ჩამოიშალა, რომლებიც დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზიანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები