მალათიაში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად კიდევ 25 შენობა ჩამოიშალა

თურქეთში, მალათიას პროვინციაში დღეს მომხდარი 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად კიდევ 25 შენობა ჩამოიშალა

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში (AFAD) განაცხადეს.

ადგილზე მაშველები მუშაობენ, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ – მოერიდონ დაზიანებულ შენობებს.

დღეს მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 69 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები