კაჰრამანმარაშში ქარხანა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ქარხანა ჩამოინგრა.
CNN Türk-ის ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, ნგრევა იმ დროს მოხდა, როდესაც მუშები შენობიდან რამდენიმე ნივთის გამოტანას ცდილობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა.