“უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ადამიანის უფლებების ყველაზე მასიური დარღვევა გამოიწვია” – ანტონიო გუტერეში
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ადამიანის უფლებების ყველაზე მასიური დარღვევა გამოიწვია.
ამის შესახებ მან ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესიის გახსნაზე თქვა.
სესიაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს გამოძიებებს განიხილავენ.
გუტერეშმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ „ადამიანის უფლებების ყველაზე მასიური დარღვევა გამოიწვია, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწყდებით“ და „გამოიწვია ფართომასშტაბიანი სიკვდილი, განადგურება და მოსახლეობის გადაადგილება“.
გუტერეშმა თქვა, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, მამაკაცების, ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის ათობით შემთხვევა დააფიქსირა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო მთავრობებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელიც, მისი თქმით, ხშირად „ბოროტად და არასწორად გამოიყენება“.