CIA: სი ძინპინი უკრაინაში პუტინის წარუმატებლობის გამო შეშფოთებულია
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წარუმატებლობის გამო შეშფოთებულია.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სი ძინპინი მოვლენებს თვალს მსოფლიოს სხვა ლიდერებზე მეტად ადევნებს.
“ვფიქრობ, რომ ის გაოცებული იყო რუსების ძალიან ცუდი სამხედრო შედეგებით. ვფიქრობ, ის ასევე გაკვირვებულია დასავლეთის სოლიდარობისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის დონით”, – თქვა ბერნსმა.
მისი თქმით, აქ საუბარია არა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, არამედ – ევროპის მზადყოფნაზე, რუსეთისთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად გასწიონ ეკონომიკური ხარჯები.
”ასე რომ, ამ ყველაფერმა, ვფიქრობ, გარკვეულწილად გამოაფხიზლა სი ძინპინი”, – შეაჯამა CIA-ს დირექტორმა.