თურქეთში, მალათიის პროვინციაში მომხდარი 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, კიდევ 69 დაშავებული.
ამის შესახებ კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა განაცხადა.
მანამდე, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა, ფუათ ოქთაიმ მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდოს დაზიანებულ შენობებს.
მისი თქმით, თებერვლის დასაწყისიდან ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრების გამო, შენობების მდგრადობას სპეციალისტები ჯერ კიდევ ამოწმებენ.