თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ბიძგები 5 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.