გაერო: ათწლეულების განმავლობაში პირველად, მსოფლიოში სიღარიბე და შიმშილი იზრდება

მსოფლიოში, ათწლეულების განმავლობაში პირველად, შიმშილი და სიღარიბე იზრდება, მსოფლიო უკან მიდის, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს 52-ე სესიის გახსნაზე განაცხადა.

“პროგრესის გაგრძელების ნაცვლად, ჩვენ უკან დავიხიეთ. უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი ათწლეულების განმავლობაში პირველად იზრდება“, – თქვა მან.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, 2023 წელს მსოფლიოში 339 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, რაც 2022 წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები