ფრანსუა რაბლეს “გარგანტუა და პანტაგრუელი“ ქართულად

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფრანგი მწერლისა და ჰუმანისტის ფრანსუა რაბლეს წიგნი „გარგანტუა და პანტაგრუელი“ გამოიცა. მთარგმნელმა გურამ გოგიაშვილმა წიგნის თარგმნას სრული 30 წელი მოანდომა. 11 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფრანგი მწერლისა და ჰუმანისტის ფრანსუა რაბლეს (1494-1553) ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნის „გარგანტუა და პანტაგრუელი“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, წიგნის მთარგმნელი, მწერლები, გამომცემლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. წიგნის ხუთწიგნეული ერთ წიგნად გამომცემლობამ ‘’ბაკმი’’ გამოსცა. ის გამდიდრებულია ცნობილი ფრანგი მხატვრის გუსტავ დორეს ილუსტრაციებით. გამოცემაში სულ 570 ილუსტრაციაა, რასაც დღემდე ქართულ საგამომცემლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები