“თურქეთი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას, ამ ეტაპზე, ვერ დაამტკიცებს” – ჩავუშოღლუ

თურქეთის ხელისუფლება ნატო-ში შვედეთის შესვლას, ამ ეტაპზე, ვერ დაამტკიცებს, სანამ სტოკჰოლმი სრულად არ შეასრულებს მადრიდის შეთანხმებებს.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც აიღეს შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შვედეთის მხრიდან ყველა ნაბიჯის შესრულებას ვერ ვხედავთ, ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ დავამტკიცებთ ალიანსში მის შესვლას”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ შეასრულა მთელი რიგი ვალდებულებები, კერძოდ, ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთში ტერორისტულად აღიარებული “ქურთისტანის მუშათა პარტია” კვლავ აქტიურია ქვეყანაში.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ სიტუაცია უფრო ნატო-ს პრობლემაა და ანკარას ორმხრივ ურთიერთობებში შვედეთისა და ფინეთის მიმართ სხვა პრეტენზია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები