Fox News: რესპუბლიკური პარტიის მომხრეებს პრეზიდენტად ისევ დონალდ ტრამპი სურთ

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის მომხრეებს სურთ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატი ისევ დონალდ ტრამპი იყოს.

ამის შესახებ Fox News-ი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ინფორმაციით, გამოკითხულ რესპუბლიკელთა 43%-ს სურს, ტრამპი ისევ თეთრი სახლის ლიდერი გახდეს.

ფლორიდის შტატის გუბერნატორს, რონ დესანტისს მხარს 28% უჭერს; აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, მაიკ პენსს და გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ნიკი ჰეილის 7%.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ დემოკრატთა 37%-ს სურს, პარტიის კანდიდატად აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იხილოს, 53% კი სხვა კანდიდატის წარდგენის მომხრეა.

გამოკითხვა 19-დან 22 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა.

მასში ათასზე მეტი ამერიკელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები